ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის როგორც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ასევე, ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება
“ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის როგორც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ასევე, ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საუბარია საჭირო.
ყველა ობიექტური საერთაშორისო პროფესიული კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო არამარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებში, ხშირ შემთხვევაში, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებზე უფრო წინ არის მთელი რიგი მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საჭირო კონსოლიდაცია ამ მიზნის მისაღწევად და ჩვენი ეროვნული ინტერესების მკაფიოდ დაცვა. რატომღაც, ბოლო პერიოდში დღის წესრიგი განგვისაზღვრეს ასეთი, რომ სიტყვები „ჩვენი ეროვნული ინტერესი“, არც კი შეიძლებოდა, რომ გვეხსენებინა. ვიღაცის ინტერესის მორჩილად გამტარი უნდა ვყოფილიყავით. ეს იფუთებოდა ლამაზი სიტყვებით. სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ და ამ ეროვნულ ინტერესებში შედის როგორც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ასევე ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.