“უკრაინის დაზვერვის შტაბზე თავდასხმაზე პასუხი” – პუტინი დრონებით მოსკოვის დღევანდელ იერიშზე

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დრონებით მოსკოვის დღევანდელ თავდასხმას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს იყო უკრაინის პასუხი, მათ სამხედრო დაზვერვის შტაბზე მიტანილ იერიშზე პასუხი.

პუტინის თქმით, თავდასხმა სამი დღის წინ მოხდა.

“საპასუხოდ, კიევის რეჟიმმა აირჩია რუსეთის მოქალაქეების დაშინების და საცხოვრებელ შენობებზე დარტყმის გზა. ეს, რა თქმა უნდა, ტერორისტული აქტივობის აშკარა ნიშანია”, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემამ კარგად იმუშავა, “თუმცა, არის ის, რაზეც მუშაობაა საჭირო”.

პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინა ამ გზით რუსეთს „სარკისებური ქმედებებისკენ პროვოცირებს“.

„ვნახოთ, რა ვუყოთ ამას“, – თქვა მან.

დრონებით მოსკოვის დღევანდელ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი გამოეხმაურა. მისი თქმით, „ყველა, ვინც ფიქრობს, რომ შეუძლიათ ცალმხრივი თამაში, რომ შესაძლებელი იქნება სხვა სუვერენული სახელმწიფო აბსოლუტურად დაუსჯელად განადგურება… 15 თვის შემდეგ ვერ გაიგეს, რომ 2014 წელი არ გამოუვათ. არავითარი გაყოფის ხაზის ხელმოწერა… თითოეული მათგანი პასუხს სრულად აგებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები