მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსი არის ის, რომ მათ აქვთ რამდენიმე სიტყვა, რომელსაც იღებენ დავალების სახით და ვალდებულნი არიან, გაიმეორონ ეს ყველაფერი თუთიყუშებივით

„ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსი არის ის, რომ მათ აქვთ რამდენიმე სიტყვა, რომელსაც იღებენ დავალების სახით და ვალდებულნი არიან გაიმეორონ ეს ყველაფერი თუთიყუშებივით. ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც შეიძლება, მეორე-მესამე ადგილას იყოს ხშირად გამეორების ვალდებულების თვალსაზრისით, არის სიტყვა „კლანი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება სიმართლეს ხედავს.

“სასამართლოს ახსენებენ თუ არა, მათ აქვთ დავალება, რომ გაიმეორონ სიტყვა „კლანი“. მათ მიაჩნიათ, რომ თანამედროვე პიარის მიხედვით, რაც უფრო მეტჯერ გაიმეორებ ერთსა და იმავე სიტყვას, არგუმენტები არ არის საჭირო, ადამიანს ასე ამახსოვრდება – „რუსული ხელისუფლება“ ამახსოვრდება, „სასამართლოში კლანი“ ამახსოვრდებათ და სიმართლე სად არის, არავინ ფიქრობს. ისინი ებრძვიან ხელისუფლებას, ქვეყანას და აქ უნდა გაიმეორონ ძალიან ხშირად სიტყვა „რუსული“, ეს დავალება აქვთ. საქართველოს ბევრ მოქალაქეს მათი საყვარელი სიტყვა „რუსულის“ გამეორებაზე უნდა გაახსენდეს, რომ ეს არის დავალება, რომ რაც შეიძლება ბევრჯერ გაიმეოროს „ნაცმა“ სიტყვა „რუსული“, რომ ქვეცნობიერში გაჯდეს და მიეწებოს საქართველოს ხელისუფლებას. სიმართლე სად არის, ამას რომ საზოგადოება არ ფიქრობდეს, დღეს „ნაცმოძრაობა“ იქნებოდა ხელისუფლებაში და საქართველო – ომში ჩართული“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები