მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, რომელსაც ომი არ ჰქონია

“ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, რომელსაც ომი არ ჰქონია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა მშვიდობის გზაზე დგას.

„არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში ომს, ერთადერთი შემთხვევის გარდა, თუ ვიღაც არ შემოგვივარდება ქვეყანაში და არ დააპირებს ომის გზით დამატებით ოკუპაციას, მიმდინარე ოკუპაციის გადაჭრას, ჩვენ მშვიდობის გზაზე ვდგავართ. ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ. თუ ვინმე თავს დაგვესხა, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ და თქვენი „ნაცები“ პირველები გაიქცევიან, წითელ ხიდზეც ვეღარ მოძებნით. ჩვენი საბრძოლველი იქნება თუკი საომარი იქნება ამ ქვეყანაში. პირველ რიგში ჩვენ ვიბრძოლებთ და ვიომებთ და ვერ მიგვასწრებენ ამ ომთან „ნაცები“, დამიჯერეთ. მათი გენეტიკური კოდი და ხასიათი ვიცი ზუსტად, არაფრის მეომრები ესენი არ არიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები