მამუკა მდინარაძე: სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან კარგი იქნება – თუ კარი ღიაა, ღია კარში უფრო სწრაფად უნდა მიგვიღონ

“როდესაც ობიექტურად იმსახურებ როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებას, ამის შეფერხება და რაღაც მიზეზებით ამის გაჭიანურება არ ადგება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებს, არამედ რეგიონის უსაფრთხოებასაც არ ადგება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის პარტნიორების მხრიდან სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები კარგი იქნება.

“სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს კიდევ უფრო წაადგება.

წინა პერიოდში უფრო სწრაფი, უფრო ობიექტური გადაწყვეტილება რომ მიეღოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, შესაძლებელია, თავიდან ყოფილიყო აცილებული ამ ქვეყნებისათვის ძალიან ცუდი შედეგები, რომელიც საოკუპაციო ომებმა გამოიწვია. ამიტომ, თუ კარი ღიაა, ღია კარში უფრო სწრაფად უნდა მიგვიღონ. ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას წაადგება.

როდესაც ობიექტურად იმსახურებ როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებას, ამის შეფერხება და რაღაც მიზეზებით ამის გაჭიანურება არ ადგება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებს, არამედ რეგიონის უსაფრთხოებასაც არ ადგება.

ამიტომ, სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ უფრო კარგი იქნება და დამაზიანებელია, როდესაც ეს გადაწყვეტილებები თავის დროზე არ მიიღება ხოლმე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები