“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველ ყოვლისა, საქართველოს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინშია.
“ყველა გამოსვლაში პრემიერმინისტრს აქვს ძალიან მკაფიო გზავნილები ჩვენი მეგობრების მიმართ. პირველ ყოვლისა, ჩვენი საზოგადოების მიმართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პირველი პირი საუბრობს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ამაზე აქვს სწორება. შესაბამისი გზავნილებია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ. დიახ, თუკი ობიექტურად შეფასდება, ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმები უსათუოდ იქნება კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველი. კანდიდატის სტატუსი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველ ყოვლისა, ამ ქვეყანას. ამიტომ, ჩვენ ობიექტურ გადაწყვეტილებას ველოდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.