ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ომი არ ჰქონია

“ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ომი არ ჰქონია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიების 20% ჩააბარა.

„სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ გამოიწვია 2008 წელს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ პუტინისთვის საქართველოს ხელისუფლების 20%-ის ჩაბარება. ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, აქ მარტო მოუთმენლობა არ იყო პრობლემა. იყო უმძიმესი ავანტიურა. წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა, „ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიების 20%. სწორედ ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ომი არ ჰქონია. ეს არის ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები