ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი ჩვეულებრივი ყაჩაღია – ივანიშვილი არის არა ოლიგარქი, არამედ მეცენატი

“ბიძინა ივანიშვილი არის არა ოლიგარქი, არამედ მეცენატი – მეორე მხარეს არის კეზერაშვილი, რომელიც არის ოლიგარქზე ბევრად უფრო მეტი, ის არის ყაჩაღი, მძარცველი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კეზერაშვილის სისხლიანი ფული ქართულ პოლიტიკაში იხარჯება.

“ბიძინა ივანიშვილი არის არა ოლიგარქი, არამედ მეცენატი. თავის დროზე ის ჩართული იყო პოლიტიკაში და უკვე 1.5 წელზე მეტია, 2021 წლის იანვრიდან, აღარ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. უფრო მეტიც, მას მოსთხოვეს, ეს მან წერილით დაადასტურა, პოლიტიკაში შემობრუნება კონკრეტული მითითებების მისაცემად ხელისუფლებისთვის. მას სთხოვდნენ გარედან პოლიტიკაში შემობრუნებას, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართული არ არის.

მეორე მხარეს არის კეზერაშვილი, რომელიც არის ოლიგარქზე ბევრად უფრო მეტი, ის არის ყაჩაღი, მძარცველი. ის თავის დროზე ძარცვავდა ქართველ ბიზნესმენებს. ბიზნესის რეკეტში ის სააკაშვილთან ერთად ასრულებდა ის ასრულებდა ერთ-ერთ წამყვან როლს. შემდეგ მან გაძარცვა ქართული ჯარი და დღეს ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და ამის მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს, რაც ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია. რა თქმა უნდა, კეზერაშვილი არის ოლიგარქი და ოლიგარქზე ბევრად უფრო მეტი, ის არის ჩვეულებრივი ყაჩაღი, რომელიც საქართველოში აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ენჯეოებს, მედიასაშუალებებს. მისი სისხლიანი ფული იხარჯება ქართულ პოლიტიკაში. ეს არის არასწორი მოვლენა და ამაზე სჭირდებათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს სათანადო რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები