გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი აცდენილია რეალობას
“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი მთავრობის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მაჭარაშვილის შეფასებით, ზურაბიშვილი რეალობას აცდენილია.
„სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი აცდენილია რეალობას, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ზეპარტიული თანამდებობა ბოლომდე მივიდეს 2024 წლის შემოდგომამდე, თუმცა, აუცილებელია, მის ნებისმიერ არასწორ განცხადებაზე გაკეთდეს კომენტარი, რომელსაც ქართველი ხალხი გაიგებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას.