მამუკა მდინარაძე: დავუწყოთ ერთმანეთს დევნა აუზებზე და სხვადასხვა ადგილებზე, სავარჯიშო და საცურაო კოსტიუმებში ვუღოთ ერთმანეთს ფოტოები – აბსოლუტური მარაზმია
“როდესაც ადამიანი არ არის კონსტიტუციური თანამდებობის პირებს შორის და თქვენ ავალდებულებთ, რომ იქ იჯდეს აუცილებლად ესეც არასწორია და პირადი სივრცეა. მაშინ დავუწყოთ ერთმანეთს დევნა აუზებზე და სხვადასხვა ადგილებზე, სავარჯიშო და საცურაო კოსტიუმებში ვუღოთ ერთმანეთს ფოტოები, აღარ იყოს ეს პირადი სივრცე და გავხსნათ ეს თემა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„თანაც ესეც ტყუილი იყო, არ იყო ეს აღლუმის დროს და საათების მერე იყო. იმ დროს პარტიის ოფისში იმყოფებოდა ირაკლი, ზუსტად ვიცი და ასეთი დეტალებით ცდილობენ სპეკულაციებს. ჯერ ხომ ევროკავშირის დროშით ცდილობდნენ სპეკულაციებს და შემდეგ გადაფარვით, პირად სივრცეში შეჭრით და რამდენიმე საათის მერე გადაღებული ფოტოებით ამ ყველაფრის გადაფარვას. ეს არის აბსოლუტური მარაზმი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.