ილია დარჩიაშვილი: ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არანაირ მოლაპარაკებაში არ მიუღია მონაწილეობა
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის პროცესში საქართველოს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის მხრიდან განცხადება უკვე გაკეთდა.
„გადაწყვეტილება როცა იქნა მიღებული, საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია, არანაირ მოლაპარაკებაში. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება და ის განცხადება, პოზიცია, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან იქნა გაჟღერებული, არის მოცემულობა, რომელიც შეგიძლიათ, ნახოთ. არ ვიცი, რას ნიშნავს ბიზნეს-ელჩი, ასეთი არ არსებობს და, შესაბამისად, ის არც არავის დაუნიშნავს. აბსურდია ამაზე ლაპარაკი და ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.