მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: წარმოუდგენელია, როდესაც ევრორეკომენდაციების შემსრულებლებს ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ

“ჩვენმა ოპონენტებმა ამ საკითხის შესრულებას ბოიკოტი გამოუცხადეს. არათუ ბოიკოტი გამოაცხადეს, არამედ, ვინც ხმა მისცა მის შესრულებას, ისინი ისე დააბულინგეს, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაახსენეს ხალხს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ იუსტიციის საბჭოს დარჩენილი წევრების არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, როდესაც ოპოზიცია ევრორეკომენდაციების შემსრულებლებს ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს.

„წარმოუდგენელია, როდესაც ისინი ერთის მხრივ გვამუნათებენ ევროპულ საკითხებზე ხან დროშის, ხან დეკორაციის კომპონენტით და მეორეს მხრივ ევრორეკომენდაციების შემსრულებლებს ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ”, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები