მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის განცხადებები გვახსენებს ადამიანის პოზიციას, შარზე რომ არის, თავს იბრაზებს და რაღაც უნდა 

“სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებები გვახსენებს იმ ადამიანის პოზიციას, შარზე რომ არის და თავს რომ იბრაზებს და რაღაც უნდა ამის შემდეგ. მოდით, დაველოდოთ, რა იქნება ის „რაღაც“ , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამ პროვოკაციებს არ უნდა წამოეგოს.

“ალბათ გამოჩნდება რისთვის აკეთებს ამ ყველაფერს. იმდენად პროვოკაციულია დამოკიდებულება, რომ ჩვენ ამ პროვოკაციებს მგონი, არ უნდა წამოვეგოთ. გაბრაზება ხან ზოგადი პოლიტიკური სარჩულით, მერე აბსოლუტურად არასწორი, არარელევანტური „მესიჯები“ 26 მაისთან დაკავშირებით და შემდეგ საზოგადოების რეაქციაც შესაბამისი იყო, შემდეგ პროტოკოლზე გაბრაზება რას ემსახურება, შეიძლება მომავალმა გამოაჩინოს და ვნახოთ. ჩვენ ამ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები