შალვა პაპუაშვილი: არ მინდა პრეზიდენტთან პოლემიკაში შევიდე
“არ მინდა პრეზიდენტთან პოლემიკაში შევიდე. ერთს ვისურვებდი, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ფორმა, ტრადიცია – როდესაც გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ჯარის, ახალწვეულების წინაშე, რომლებიც ფიცს დებენ, ამ დროს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართვაც სწორედ ამ სულისკვეთებით იყოს განმსჭვალული”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელისუფლების მისამართით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადებებს.
პაპუაშვილის თქმით, იმედოვნებს, რომ ბრიუსელში ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წახალისებით იქნება განმსჭვალული და არა ამ პროცესის შეფერხებით.
„მისი გამოსვლის შინაარსს წინასწარ ვერ განვჭვრეტ. იმედი მაქვს, ახლა ამ განსაკუთრებულ მომენტში, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც განმსჭვალული იქნება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წახალისებით და არა პირიქით, რომ რამენაირად შეფერხდეს ეს პროცესი.
არ მინდა პრეზიდენტთან პოლემიკაში შევიდე. უბრალოდ, ერთს ვისურვებდი, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ფორმა, ტრადიცია. ის, თუ აღლუმზე რა განწყობა არის და რა განწყობის უნდა იყოს, მათ შორის გამოსვლები. ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა აღმატებული განწყობა, როდესაც გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ჯარის, ახალწვეულების წინაშე, რომლებიც ფიცს დებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ დროს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართვაც სწორედ ამ სულისკვეთებით იყოს განმსჭვალული. ეს არის საზეიმო დღე და შესაბამისი შინაარსი და ფორმა უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.