ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაზე: მათ არ სურთ რომ 12 პუნქტი შესრულდეს
“მათ არ სურთ რომ 12 პუნქტი შესრულდეს. ეს არის მათი პოზიცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს არ აქვს იმედი, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს.
„ისინი ახორციელებენ 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟს, აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობა დაიკავებს კონსტრუქციულ პოზიციას. თუმცა ვნახოთ, გვაქვს იმედი, რომ მაინც მოვახერხებთ იუსტიციის საბჭოს დარჩენილი წევრების არჩევას“, – აცხადებს კობახიძე.