ირაკლი კობახიძე: სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა – 26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში?!

“26 მაისი ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე, მე არც შარშან დავსწრებივარ ამ ღონისძიებას, არც წელს. ეს ყველამ იცოდა და შესაბამისად აბსოლუტურად ხელოვნური იყო ის აჟიოტაჟი, რომლის შექმნასაც ცდილობენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის რომ 26 მაისის ღონისძიებას არ ესწრებოდა ცურვასთან და ვარჯიშთან კავშირი არ აქვს.

„გარდა ამისა, მე მინდა ამ მაგალითზე ვაჩვენო კიდევ ერთხელ „ნაცმოძრაობის“ სახე. სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის მათი წარსულიდან 2012 წლამდე.რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო ეს ფოტოები. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სახეს და რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. სპეკულაციები ხელოვნურია. ცურვასთან და ვარჯიშთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმას, რომ მე არ ვესწრებოდი ღონისძიებას. ეს არ არის პარტიული ღონისძიება. ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არიან კონსტიტუციური თანამდებობის პირები. 26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში?“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები