პრეზიდენტის რეზიდენციასთან ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი პრეზიდენტის რეზიდენციამდე ფეხით მსვლელობით მივიდა. აქციაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
„ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი იყოს მოწოდების სიმაღლეზე, პრეზიდენტის ინსტიტუტმა საუბრის გარდა განახორციელოს ქმედებები და ეს ქმედება იქნება უკანონო პოლიტიკური პატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალება. მე წინასწარ ვერ ვიტყვი რას იზამს სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში, მაგრამ მისი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ველოდებით შეწყალებას და ეს იქნება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „ლელო – საქართველოსთვის” წევრმა ლევან სამუშიამ.