ისრაელის ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

“ჩემთვის დიდი პატივია, ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით, მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე’’, – ამის შესახებ ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, 1918 წელი საქართველოს ისტორიაში იყო გადამწყვეტი, როდესაც ერი გაერთიანდა დემოკრატიული ღირებულებების, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პრინციპების გარშემო.

„დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე თქვენ უდიდესი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ თქვენ ყოველ ჯერზე აჩვენეთ ურყევი ნება და სწრაფვა სახელმწიფოებრიობისკენ. თქვენ განუწყვეტლივ მიისწრაფვით პროგრესისკენ, რათა შექმნათ საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება ღირებული და დაცული.

ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირი და მეგობრობა უნიკალურია და ის საერთო ღირებულებებით არის განმტკიცებული. ჩვენ ორივეს გვესმის, თუ რაოდენ ძვირფასია სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, – წერს ისრაელის ელჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები