“როგორც მეზობლები და მეგობრები, ვაფასებთ თქვენს ურყევ ერთგულებას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი” – ირანის საელჩო ქართველ ხალხს 26 მაისს ულოცავს

საქართველოში ირანის საელჩო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“ტვიტერში” გამოქვეყნებულ მისალოც ბარათში ნათქვამია, რომ ირანი, როგორც მეგობარი და მეზობელი ქვეყანა ზეიმობს საქართველოს მიღწევებს.

“საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც მეზობლები და მეგობრები, ვზეიმობთ თქვენს მიღწევებს და ვაფასებთ თქვენს ურყევ ერთგულებას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი”,- ნათქვამია მისალოც ბარათში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები