“ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად დავამარცხებთ ჩვენს საერთო მტერს – ფაშისტურ რუსეთს” – უკრაინის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დრეს ულოცავს

საქართველოში უკრაინის საელჩო ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საუკუნეების მანძილზე “ჩვენი ხალხები თავდაუზოგავად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის და ყოველთვის ეხმარებოდნენ ერთმანეთს”.

“კვირა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“გულწრფელად ვულოცავთ მეგობარ საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!

საუკუნეების მანძილზე ჩვენი ხალხები თავდაუზოგავად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის და ყოველთვის ეხმარებოდნენ ერთმანეთს.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად დავამარცხებთ ჩვენს საერთო მტერს – ფაშისტურ რუსეთს, სრულად აღვადგენთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გავაგრძელებთ ჩვენი მომავლის აშენებას ევროპული ხალხების ერთიან ოჯახში.

ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას, ბედნიერებას, დოვლათიანობასა და ჰარმონიას”, – ნათქვამია მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები