ბრიტანეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (თემთა პალატამ) 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

კონსერვატიული პარტიის დეპუტატმა, პოლინ ლეტჰემმა, რომელმაც თემთა პალატაში შესაბამისი რეზოლუცია წარადგინა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1930-იანი წლების დასაწყისში უკრაინაში არსებული შიმშილი ხელოვნური იყო, მისი გაჩენა კი უკრაინელი გლეხებისგან მოსავლის იძულებით კონფისკაციამ განაპირობა.

ამასთან, მან პარალელები გაავლო მიმდინარე მოვლენებთან, როდესაც რუსეთი ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან უკრაინულ მარცვლეულს იპარავს.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ უკრაინული ხელმძღვანელობა და საერთაშორისო მართლმსაჯულება, რომ დიდი ბრიტანეთი – როგორც მინიმუმ, ბრიტანული პარლამენტი – სამხედრო დანაშაულებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების იგნორირებას არ დაიწყებს“, – განაცხადა ლეტჰემმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები