ფლორიდის „რესპუბლიკელმა“ გუბერნატორმა, რონ დესანტისმა განაცხადა, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.
მედიის ცნობით, რონ დესანტისი ფედერალურ საარჩევნო კომისიაში ოფიციალურად დარეგისტრირდა.
აღსანიშნავია, რომ „რესპუბლიკელი“ ამომრჩევლები მომავალი წლის დასაწყისში გადაწყვეტენ, თუ რომელი კანდიდატი დაუპირისპირდება „დემოკრატ“ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში.