რუსეთის არმიამ სუმის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია „ტელეგრამზე“ იუწყება.
მათივე ცნობით, ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად საბავშვო ბაღი დაიბომბა.
„დღეს მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა ველიკა პისარივკას თემის ტერიტორიაზე – ერთი სარაკეტო აფეთქება. წინასწარი – მსხვერპლის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების გარეშე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.