გაერო: უკრაინის ომში დაღუპულთა, დაახლოებით, მესამედი ხანდაზმული ხალხია

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში დაღუპულთაგან, დაახლოებით, მესამედი ხანდაზმულია.

ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა დამკვირვებლების ანგარიშშია ნათქვამია.

კერძოდ, ომის შედეგად იდენტიფიცირებული 4187 ადამიანისგან, 1 346 დაღუპული 60 წელზე მეტი ასაკის პირი იყო.

უფლებადამცველებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმული ადამიანები განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდნენ ოკუპანტების მიერ 2022 წლის ოქტომბრიდან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად, ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო.

ასევე, ხანდაზმულები ბინებში რჩებოდნენ ლიფტების დაზიანების გამო. მათი ნაწილის ევაკუაცია საგანგებოდ ხდებოდა.

რუსეთი უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას უარყოფს.

გაეროს ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 18 500 მსხვერპლია, მათ შორის 6 660-ზე მეტი დაღუპულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები