„ლა-ნინია“ და „ელ-ნინიო“ – ორი ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ჩვენი პლანეტის კლიმატს აყალიბებს

ახლა, როდესაც მეცნიერებს დედამიწაზე დაკვირვება კოსმოსიდან შეუძლიათ, ძალიან ბევრი საიდუმლო რჩება ამოუხსნელი. ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცულ მოვლენას წარმოადგენს კლიმატური ფენომენი – ლა-ნინია და ელ-ნინიო. მათ ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტი აქვთ და ადრე ყოველთვის აბალანსებს შენ ერთმანეთს, მაგრამ ახლა ერთის მეორეზე უპირატესობა ვლინდება და ეს პრობლემებს ქმნის.

ელ-ნინიო ესპანურიდან ითარგმნება როგორც „ბიჭი“, ხოლო ლა-ნინია – „გოგო“. ეს მოვლენები აღმოაჩინა მე-20 საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ფიზიკოსმა, გილბერტ უოკერმა. ის თვლიდა, რომ საქმე რეგიონალური მნიშვნელობის ფენომენებთან გვქონდა, მაგრამ ყველაფერი გაცილებით მასშტაბური და საინტერესო აღმოჩნდა.

სახელი ელ-ნინიო ეწოდა პროცესს, როდესაც ეკვატორული წყნარი ოკეანის გახურებული ზედაპირული წყლები აღმოსავლეთისკენ მოძრაობენ. შედეგად, კარგი და თბილი ამინდი ჭარბობს ოკეანის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში.

ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ასე არ არის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ელ-ნინიო თევზებისა და ფრინველების მასობრივ სიკვდილს იწვევს. ჰაერის ნაკადებს თან მიაქვთ წყლის უზარმაზარი მასები, რაც შემდეგ ჩილეს და პერუს სანაპიროებს ურტყამს და იქ სტიქიურ უბედურებებს იწვევს. ერთკვირიანი წვიმა, ღვარცოფი, წყალდიდობა დიდ ზიანს აყენებს ბუნებას და ადამიანებს სამხრეთ ამერიკის ამ რეგიონებში.

ლა-ნინია ელ-ნინიოს სრულიად საპირისპირო რამაა. ეს ფენომენი აგრილებს ოკეანის ზედაპირს იმავე ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში.  გვალვები ამჯერად სამხრეთ ამერიკას ატყდება. ორი ანტაგონისტი აწონასწორებს ერთმანეთს, ქმნის ბალანსს კლიმატში. ამავე დროს, ისინი გავლენას ახდენენ არა მხოლოდ წყნარი ოკეანის რეგიონზე, როგორც ადრე ფიქრობდნენ, არამედ მოქმედებენ მთელი პლანეტის კლიმატზე.

თავნება  „ბიჭი“ და „გოგო“

სამწუხაროდ, ამ ფენომენებს არ აქვთ მკაფიო გრაფიკი და ერთმანეთს, თითქმის, შემთხვევით ცვლიან. მეტეოროლოგებმა დაადგინეს, რომ „ბიჭი“ 3-7 წელიწადში ერთხელ აქტიურდება. გარკვეული ვადების არარსებობა იწვევს იმ ფაქტს, რომ ხალხი მზად არ არის შემდეგი ბუნებრივი კატასტროფებისთვის. ასევე ცუდია, რომ ელ-ნინიოს შეუძლია 18 თვის განმავლობაში იმოქმედოს  კლიმატზე.
„გოგონა“ უფრო იშვიათი სტუმარია ჩვენს პლანეტაზე, მაგრამ ის გავლენას ახდენს კლიმატზე 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ლა-ნინია დომინირებდა 2022 წელს. მოგეხსენებათ, ეს პერიოდი განსაკუთრებით მდიდარი იყო წვიმებითა და წყალდიდობებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მაშინ, როცა სამხრეთ ამერიკის უმეტესი ნაწილი უნალექო იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლა-ნინიას 2023 წლის ზაფხულში ელ-ნინიო ჩაანაცვლებს და ყველაფერი მკვეთრად შეიცვლება. „ბიჭის“ ფენომენის მოსვლასთან ერთად, ძლიერი სიცხის ტალღა დაიწყება, რაც ცუდად აისახება სოფლის მეურნეობაზე. 2023 წლის ზაფხული, ისევე როგორც 2024 წლის ზამთარი, არანორმალურად თბილი იქნება. ეს სასიხარულო არაა, რადგან ამინდის ასეთი ცვლილება აუცილებლად გამოიწვევს სტიქიურ უბედურებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები