“საქართველოს აეროპორტების კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

„საქართველოს აეროპორტების კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ“, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, აშშ კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას. შეშფოთებულები ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით.

ეს შეიძლება, ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩვენ – მთელმა დასავლურმა საზოგადოებამ ამ რეჟიმისგან დისტანცირება მოვახდინეთ და ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები