1962 წლის „სიცილის ეპიდემია“ ტანგანიიკაში, რაც სულაც არ იყო სასაცილო

1962 წელს ტანგანიიკაში (ახლანდელი ტანზანია) რაღაც უცნაური მოხდა – ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა უმიზეზოდ დაიწყეს სიცილი. სიცილი გადაიზარდა ნამდვილ ეპიდემიაში და  შემდგომ გავრცელდა მეზობელ სოფლებსა და ქალაქებში. მეცნიერები ამ დრომდე ცდილობენ, იპოვონ უცნაური ფენომენის მიზეზი.

1962 წლის 30 იანვარს სამმა გოგონამ სიცილი დაიწყო ტანგანიიკას სოფელ კაშაშას სკოლაში შუა გაკვეთილზე. მასწავლებელმა  გოგონები ეზოში გაუშვა, რათა კლასში წესრიგი აღედგინათ. ეზოში გოგოები უმიზეზოდ აგრძელებდნენ სიცილს. სხვა ბავშვები უყურებდნენ მათ უცნაურ ქცევას. მოსწავლეებმა სათითაოდ დაიწყეს სიცილი, მაგრამ მათ თვალები საერთოდ არ უღიმოდათ. ეს წყევლასავით სიცილი იყო. 50 წლის შემდეგ ადგილობრივმა მუსლიმმა სასულიერო პირმა ამერიკელ ჟურნალისტს უთხრა, რომ ასე აჩვენებენ წინაპრების სულები თავიანთ ძალას.

სიცილი გავრცელდა. საბოლოოდ, სკოლის 159 მოსწავლიდან 95 სიცილით დაინფიცირდა. სიცილთან ერთად, გოგოები განუწყვეტლივ ტიროდნენ. ისინი იბრძოდნენ, როდესაც უფროსები მათ შეკავებას ცდილობდნენ. ჩინოვნიკებმა სკოლა დახურეს და დაზარალებული გოგონები თავიანთ სოფლებში გაგზავნეს.

სიცილი კიდევ უფრო გავრცელდა – მეზობელ სოფელ ნშაბაში, ქალაქ ბუკობაში – და მიაღწია მეზობელ უგანდას.

პირველი მოხსენება ამ ფენომენის შესახებ 1963 წელს დაწერა პ.ხ. ფილიპმა, ჯანდაცვის ადგილობრივმა მუშაკმა და ა.მ. რანკინიმ, მაკერერის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორმა. მათი აზრით, ეპიდემია ექვს თვეს გაგრძელდა. სხვა წყაროები ირწმუნებიან, რომ ეს გაგრძელდებოდა ერთი, ორი ან კიდევ უფრო მეტი წელი. ეპიდემიით ათასამდე ადამიანი დაავადდა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდა ქალები და გოგონები იყვნენ.

ფსიქოლოგიის პროფესორი რობერტ პროვაინი სწავლობდა ამ ფენომენს. მან და მისმა თანამშრომლებმა ჩაწერეს 1000-ზე მეტი „სიცილის ეპიზოდი“ და შეისწავლეს მათი გარემოებები. პროვაინი დარწმუნდა, რომ უმეტესწილად ხალხი იმის გამო არ  იცინოდა, რომ რაღაც სასაცილო იყო. ისინი სიცილს იყენებდნენ, როგორც ერთგვარ მესიჯს მსოფლიოსა და ჯგუფური ერთიანობისთვის. „სიცილი სოციალური იყო“, – დაასკვნა პროვაინმა… და ეს იყო გადამდები.

„სიცილის ეპიდემია ტანგანიიკაში სიცილის გადამდები ძალის დრამატული მაგალითია“,  – წერს ის თავის სამეცნიერო ნაშრომში.

სილვია კარდოსო, კამპინასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთოლოგი, სწავლობს სიცილს როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში. მისი კოლეგების უმეტესობისგან განსხვავებით, ის უარყოფს დაავადების სოციოგენურ ხასიათს. იგი მიიჩნევს, რომ ეპიდემიის მიზეზი შეიძლება იყოს ვირუსი. ინტერვიუში მან თქვა:

ჩემთვის წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ წმინდა ფსიქოლოგიური მასობრივი რეაქცია შეიძლება გაგრძელდეს ამდენ ხანს და იყოს ასე გავრცელებული

ამერიკელი ნევროლოგები, ჰანა და ანტონიო დამასიო ვარაუდობენ, რომ არანორმალური სიცილი ხდება იწყება, როდესაც ზიანდება ტვინის ძირითადი ნაწილის სტრუქტურები. ამ მოდელის საფუძველზე, ისინი თვლიან, რომ 1962 წლის ეპიდემია გამოწვეული იყო ვირუსული ინფექციით, სავარაუდოდ, თავის ტვინის ძირითად ნაწილში რაიმე სახის ენცეფალიტით.

1962 წლის ეპიდემიის შესახებ სიმართლე ისტორიის ჩრდილში რჩება. პირველი სამი გოგონას ვინაობა არავის გაუმხელია. მეცნიერთა ჩანაწერები განსხვავებულია. მეცნიერი პიტერ მაკგრაუ და ჟურნალისტი ჯოელ უორნერი გაფრინდნენ ტანზანიაში ეპიდემიის მოწმეების მოსაძებნად. მათ კვლევა დეტალურად აღწერეს 2014 წლის წიგნში, „იუმორის კოდექსში“. უორნერი და მაკგრაუ ეწვივნენ სკოლას, სადაც ეპიდემია დაიწყო. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას მომხდარის შესახებ ესაუბრნენ. მათ იპოვეს ერთი ქალი, რომელიც შესაძლოა ერთ-ერთი მსხვერპლი ყოფილიყო. მან ამ ინციდენტის შესახებ საუბარზე უარი თქვა. საბოლოო ჯამში, მაკგრაუმ და უორნერმა გამოიტანეს დასკვნები ლიტერატურიდან, კერძოდ, კრისტიან ჰემპელმანის ნაშრომიდან.

მასობრივი ფსიქოგენური დაავადება (რომელსაც ფსიქოლოგები „მასობრივ ისტერიას“ უწოდებენ), ფაქტობრივად, არის რეაქცია ფსიქოლოგიური სტრესის გახანგრძლივებაზე, რომელიც საერთოა ადამიანთა ჯგუფში, რომელიც თავს უძლურად გრძნობს.

„ცენტრალური აფრიკის სკოლები განსაკუთრებით მიდრეკილია მასობრივი ისტერიის აფეთქებისკენ. 2008 წლის ბოლოს რამდენიმე გოგონა ტანზანიის სკოლაში ასე რეაგირებდა ზეწოლაზე, რომელიც თან ახლდა მნიშვნელოვან გამოცდებს: ზოგი გონებას კარგავდა, ზოგი კი, ტიროდა, ყვიროდა ან დარბოდა სკოლაში“, – ამბობს მკვლევარი ჯონ უოლერი.

მსგავს დასკვნებამდე მივიდნენ პირველი მეცნიერებიც, რომლებმაც ტანგანიიკას სიცილის ეპიდემია დააფიქსირეს.

ეს შემთხვევა შეიძლება, სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ამბავი უიმედობის დამანგრეველ ძალაზე, პროტესტის უუნარობასა და სხეულის აჯანყებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები