შვეიცარიაში ტურისტული თვითმფრინავი ჩამოვარდა, არიან დაღუპულები

შვეიცარიაში, ნეშატელის მთებში ტურისტული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ. დაიღუპა მფრინავი და ორი მგზავრი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „Barron’s“ ავრცელებს.
შვეიცარიაში რეგისტრირებული თვითმფრინავი ტურისტულ ფრენას ახორციელებდა, რა დროსაც La Chaux-de-Fond-ის აეროპორტიდან აფრინდა და ჩამოვარდა.
„ავარიის გარემოებებზე ვერაფერს ვიტყვით, რადგან ჯერჯერობით უცნობია“, – განაცხადა ჟორჟ-ანდრე ლოზუეტმა, ნოიშატელის პოლიციის წარმომადგენელმა.
თვითმფრინავის ნამსხვრევები განსაკუთრებით მიუწვდომელ ადგილას იყო ჩამოვარდნილი, ამიტომ სამაშველო სამუშაოები რთული აღმოჩნდა. საავიაციო ავარიების გამომწვევ მიზეზებს ადგილზე კომპეტენტური ორგანოს გამომძიებლები ადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები