ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს

  პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე 1-4 სექტემბერს ევროპარლამენტში სამუშაო შეხვედრებს გამართავს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტისას დეპუტატი ევროპელ კოლეგებთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებს და ევროკავშირში საქართველოს საკითხზე მომხსენებელს, ანდრეის მამიკინს შეხვდება. მათივე ინფორმაციით, 1-2 სექტემბერს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც უკრაინაში, ერაყში, ღაზასა და ლიბიაში მიმდინარე მოვლენებთან ერთად, საქართველოს საკითხი განიხილება. კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი მოხსენებით წარდგება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატთან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, ვიქტორ დოლიძის და ახლად არჩეული ევროპელი პარლამენტარების ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები