თინა ბოკუჩავა მაჭუტაძეზე, როსტომ და ნატო ჩხეიძეებზე: ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მაჭუტაძის, ნატო და როსტომ ჩხეიძეების მიერ ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.

ბოკუჩავას თქმით, ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ რომ მიეღოთ მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში კლანის განმტკიცებას.

„არც ერთი დეპუტატი, რომელმაც დღეს ხმა მისცა იუსტიციის საბჭოში კლანის განმტკიცებას, არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა ამ დრომდე ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი ფრაქციის წევრები. კენჭისყრის შემდეგ, ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე საუბარი მრავალი საათის განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით, რადგან ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ რომ მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში კლანის განმტკიცებას, სხვაგვარად, ჩვენ იძულებული ვიქნებოდით რომ ცალმხრივად მიგვეღო გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები