მიხეილ სააკაშვილი: ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში, თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან, არის ანტიეროვნული აქტი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა „ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან ანტიეროვნული აქტია”.
შესაბამის განცხადებას სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.
„ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი”, – წერს სააკაშვილი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.