განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატებმა ახალგაზრდებს ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე კომიტეტის საქმიანობის და განათლების სისტემაში დაგეგმილი ინიციატივების შესახებ ესაუბრნენ.
„ვისაუბრეთ კონსტიტუციის 27-ე მუხლზე, რომელიც ეხება განათლების უფლებას. ახალგაზრდებს გავაცანით ყველა ის აქტუალური საკითხი, რაზეც პარლამენტი მუშაობს”, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ. ახალგაზრდებმა, ასევე დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.