ირაკლი კობახიძე: ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, არიან გარიგებულები არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან

„ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, ისინი არიან გარიგებულები არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან. ძალიან პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს მათ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება სურთ”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ის იმედოვნებს, რომ რადიკალური ოპოზიცია წარუმატებელი იქნება იმ განზრახვაში, რასაც კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა ჰქვია.

“მინდა განვმარტო, რომ თავის დროზე ვინც ჩააწერინა კომისიას ეს საკითხი ერთ-ერთ მოთხოვნად – ეს არის აბსოლუტურად ალოგიკური მოთხოვნა, იმიტომ რომ მას ცალმხრივად ვერ შევასრულებთ. როდესაც გარკვეული თანამდებობის პირების ასარჩევად გჭირდება 90 ხმა, ეს ვერ იქნება სახელმწიფოსთვის წაყენებული მოთხოვნა, იმიტომ რომ საჭიროა კონსენსუსი. თავისთავად ალოგიკური იყო ამ პუნქტის ჩაწერა და ვინც ჩააწერინა ევროკომისიას ეს პუნქტი, მას ჰქონდა თვითმიზანი, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. იგივე თვითმიზანი აქვს რადიკალურ ოპოზიციას და სწორედ ამიტომ ცდილობდნენ ისინი არჩევის ჩაგდებას. იმედი მაქვს, რომ როგორი წარუმატებლებიც იყვნენ ისინი დღეს კენჭისყრის დროს, ასევე, წარუმატებლები იქნებიან იმ განზრახვაში, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები