“დღეს ვნახეთ გალაშქრება და დემარში ევრორეკომენდაციის წინააღმდეგ” – მამუკა მდინარაძე

„დღეს ვნახეთ გალაშქრება და დემარში ევრორეკომენდაციის წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ, რა დონეზე არიან მისულები, რომ ერთმანეთს უხტებოდნენ პულტებთან, უმოწმებდნენ და ეჩხუბებოდნენ, ხომ არ აძლევდა ხმას რომელიმე მათგანი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მგონი, მიზნად უნდა დავისახოთ ის, რომ რეგლამენტი წავაკითხოთ ოპოზიციის წარმომადგენლებს – არცერთი აზრზე არ არის, რეგლამენტში რა წერია. დღეს ვნახეთ გალაშქრება და დემარში ევრორეკომენდაციის წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ, რა დონეზე არიან მისულები, რომ ერთმანეთს უხტებოდნენ პულტებთან, უმოწმებდნენ და ეჩხუბებოდნენ, ხომ არ აძლევდა ხმას რომელიმე მათგანი. აი, ამით იყვნენ დაკავებულები კენჭისყრის დროს. ეს არის „ნაცმოძრაობის“ და დავალების მიმღების ბუნება, რომ რაღაც არ უნდა გაკეთდეს.

და რის არგაკეთებაზე იყო საუბარი? ევრორეკომენდაციების შესრულებისას ჩვენ ცალკე ოპოზიციასთან გვიწევს ჭიდაობა და ცალკე ევრორეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა. ხალხი, რომელიც თავს პროდასავლელად ასაღებს და სამწუხაროდ, საქართველოში კიდევ შეიძლება ასეული ათასი ადამიანი იყოს, ვისაც სჯერა, რომ ეს ხალხი პროდასავლელები არიან. ამ ხალხს ატყუებენ და თან ილაშქრებენ ევრორეკომენდაციების წინააღმდეგ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები