"ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა მილენიუმის კორპორაციამ დაიწუნა"
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი მილენიუმის კომპაქტის ფარგლებში არ განხორციელდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა მილენიუმის კორპორაციამ დაიწუნა, რადგან არამომგებიანად და არარელევანტურად შეფასდა. “ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა საქართველოს მთავრობის შემოთავაზებაა და დაიწუნა მილენიუმის კორპორაციამ, რადგან შეფასდა, როგორც არამომგებიანი და არარელევანტური. შესაბამისად, ეს იდეა მას შემდეგ არ განვითარებულა. ჩემი თხოვნაა, ამაზე დავასრულოთ საუბარი. არც დაგეგმილა, არც განვითარებულა ამის კონცეფცია და, შესაბამისად, არც ახლა წარმოადგენს განხილვის საგანს და პრიორიტეტს”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.