მეუფე ანტონი – რუსეთზე: ცალმხრივად მიიღო იმ სახელმწიფომ გადაწყვეტილება და ახლა მე რა ვუქნა, მივიდე და კისერში ვწვდე?

“გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო იმ სახელმწიფომ და ახლა მე რა ვუქნა, მივიდე და კისერში ვწვდე?”, – ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტების კითხვას, როგორ აფასებს რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას.

მეუფე ანტონის თქმით, საკითხი მისი შესაფასებელი არ არის.

“თქვენი აზრით, აქ იმისთვის ვართ, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი? ჩემი აზრები ჩემთან იქნება, ეს ჩემი კომპეტენტურობა არ არის. მე როცა ჩემს ფიქრებში მოგიწვევთ, მაშინ შეიძლება, გაგცეთ პასუხი. ეს რომ საქართველოს გაეკეთებინა, შეიძლება შემეფასებინა. ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო იმ სახელმწიფომ და მე რა ვუქნა ახლა, მივიდე და კისერში ვწვდე?”, – აღნიშნა მეუფე ანტონიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები