ჰერმან საბო: იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა „ქოცებს“ მისცა ხმა – ჩვენ და „ელისაშვილები“ რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი, ახლა გასარკვევია, ვინ იყო

“ჩვენ და „ელისაშვილები“ რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი. ერთ რიგში ვსხედვართ. ახლა გასარკვევია, ვინ იყო”, – ასე ეხმაურება „გირჩის“ წევრი, ჰერმან საბო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევას.

“იუსტ. საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა ,,ქოცებს,, მისცა ხმა. ჩვენ და ,,ელისაშვილები,, რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი. ერთ რიგში ვსხედვართ. ახლა გასარკვევია, ვინ იყო.

თან, ხმის მიცემები რომ დაიწყო და გამოჩნდა, რომ ვიღაც “გვარცხვენს” ოპოზიციიდან, სალომე სამადაშვილმა დაიძახა – “აბა, ავდგეთ ახლა და გავიდეთ ყველა, ვინც დარჩება დარბაზში, ისინი იქნებიან მიმცემებიო” და ადგა ეს ხალხი, ხმისმიმცემებიანად და გალაგდა გარეთ.

სალომეს დაძახილზე მარტო “გირჩები”, “ელისაშვილები” და აქუბარდია არ წამოვხტით, მაგრამ ჩვენ არცერთს არ მიგვიცია, ღმერთი-რჯული, დაგინება, იგი აგი”, – წერს საბო სოციალურ ქსელში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა, კენჭისყრა შეჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები