“ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟს უკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას” – ნინო წილოსანი
„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟს უკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას. ყველა დაინტერესებულმა პირმა კარგად უნდა დაინახოს, ვინ ექცევა უპატივცემულოდ საკუთარ მანდატს, არაფრად აგდებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და სხვა დეპუტატების ხმის უფლებას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
„დავით უსუფაშვილი, რომელმაც კენჭისყრის დაწყებამდე თითქოს კონსენსუსი შემოგვთავაზა, როგორც კი დაინახა, რომ კონსენსუსით აირჩეოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, დატოვა დარბაზი სხვა რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად.
დღეს სწორედ იმ დეპუტატებმა დატოვეს დარბაზი კენჭისყრის ჩასაშლელად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელს რომ უშლიან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ გზას“,- წერს წილოსანი.