პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო. ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა.

აღსანიშნავია, რომ თითქმის 2 წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტურია. პარლამენტს მის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ასარჩევად სულ 31 კანდიდატი წარედგინა, მათგან 2-მა – ანა აბაშიძემ და გიორგი ბურჯანაძემ მოგვიანებით კანდიდატურები მოხსნეს. თითოეულ კანდიდატს სათითაოდ ეყრება კენჭი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები