საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, საქართველოში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. კანონპროექტი პარლამენტის წევრებმა ლევან კობიაშვილმა და ირაკლი მეძმარიაშვილმა მოამზადეს. პროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულებების 309-ე მუხლს ემატება 135-ე და 140-ე ნაწილები, რომლითაც უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოში ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ჩატარებისთვის შეიქმნას დაბეგვრის საშეღავათო პერიოდი.
კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის – უეფა-ს მოთხოვნის საფუძველზე, რომლის თანახმად, ნებისმიერი სახის დამატებითი გადასახადი არ უნდა დაეკისროს ჩემპიონატის ორგანიზატორებს, მის მონაწილეებს და მასპინძელ მხარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები