თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.
ამის შესახებ ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, აჰმეთ იენერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც არცერთი კანდიდატი არ აგროვებს ხმების 50 პროცენტზე მეტს, გადაწყდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კვირას, 28 მაისს ჩატარება. ასეთი რამ თურქეთის ისტორიაში პირველად მოხდება”,- თქვა მან.
ადგილობრივი დროით 15:15 საათისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხმების 49,51% აქვს, ქემალ ქილიჩდაროღლუს – 44,88%, სინან ოღანს კი 5,17 პროცენტი.