გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში” ცვლილებას მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში”ცვლილებაზე იმსჯელა.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი ერთჯერად ამნისტიას ეხება და მისი მიღების შემთხვევაში, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ ივნისამდე წარმოშობილი და გადაუხდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” კანონით დადგენილი მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის დარიცხული და დაკისრებული მოსაკრებლის თანხა და მასთან დაკავშირებული ჯარიმა და საურავი ჩამოიწერება. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები