გიორგი ცუცქირიძე: იმედია, ქართული სახელმწიფო ამ საუკუნის გამოწვევასაც გადალახავს, ძველი რომაული ანდაზაც ხომ ამას გვეუბნება – ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია

“ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვწერდი, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობა, რომელიც უკრაინაში რუსეთის და უკრაინის სამხედრო კონფლიქტშია ასახული სწორედ ამ გლობალური მოთამაშეების დაპირისპირების ეპიცენტრია, ჩინეთის როგორც ე. წ გარე მოთამაშის მონაწილეობით. ანუ სახეზეა ყველა გეოგლობალური ძალის ჩართულობა ამ კონფლიქტში, სადაც თუ კოლექტიური დასავლეთის ინტერესი, რუსეთის ენერგო წიაღისეულის დასაკუთრებაა, იგივე მიზანი აქვს ჩინეთსაც ანუ აქ არის დასწრება დასწრებაზე”,- ამიწ შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ჩინეთ-აშშ-ის პოლიტიკური შერკინებაც რუსულ ვექტორზე გადის, ამიტომ არის ძალზე მნიშვნელოვანი უახლოესი პერიოდის მოსალოდნელი ცვლილებები, მათ შორის საქართველოსთვის, პოლიტმოქმედებათა ყველაზე დიდი ამპითეატრი, რომელიც დღეს თურქეთში გაიმართება.
ძალზე საყურადღებოს თურქეთის გაერთიანებული, პირობითად პროდასავლური ოპოზიციის ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ ის შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ანუ ერდოღანის პოლიტიკისაგან განსხვავებით, რომელიც მაქსიმალურად თავს იკავებდა რუსეთთან ურთიერთობას “გაფუჭებისაგან”, წავა დასავლეთის სანქცირების პოლიტიკურ პლატფორმისაკენ. ეს განცხადებები კი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ 15 მაისის დიდი შვიდეულის სამიტის წინ კეთდება, როდესაც როგორც უკვე დაანონსებულია, მიღებული იქნება გადაწყვეტილება რუსეთთან ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების ფაქტობრივად შეწყვეტაზე!
ამასთან, განსაკუთრებით საყურადღებოა ქემალ კილიჩდაროღლუს, პოზიცია, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მისი ცხოვრების „უდიდესი პროექტი“ 5500 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე გადის, რაც თურქეთიდან ჩინეთში, ირანის ტერიტორიის გავლით უნდა განხორციელდეს.
ეს პროექტი მთლიანად შეცვლის გეოპოლიტიკურ ვექტორებს კავკასიაში, რადგან აზერბაიჯანის და საქართველოს გვერდის აქცევით ხორციელდება. ანუ რეალურად ეს არის უკვე არსებული “აბრეშუმის გზის“ ახალი რეკონსტრუქცია, რაც აზერბაიჯანის გავლით ყარსი – თბილისი – ბაქოს მიმართულების მთლიან რევიზიას წარმოადგენს.
და ვფიქრობ მთავარი საკითხიც აქ დგას. თუ თურქეთის ე.წ ოპროდასავლური ოპოზიცია დგას დასავლეთის მხარეს და აქ პირველ რიგში აშშ-ის ინტერესები იგულისხმება, ეს თურქეთ-ჩინური მარშრუტი რამდენად პასუხობს თავად აშშ-ის გეოპოლიტიკურ ინტერესებს, რომლის მთავარ მოწინააღმდეგედაც ჩინეთის მიჩნეული?!
ამ მეტად ჩახლართული პოლიტიკური პასეანსის პასუხი შეიძლება იყოს აშშ-ის სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკა. შეერთებული შტატების 30 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან წამყვან ქვეყანას წარმოადგენს არც მეტი და არც ნაკლები თავად ჩინეთი- 2021 წლის მონაცემებით აშშ-ს ექსპორტის 87.9%-ს და აშშ-ის იმპორტის 87.4%-ის ხვედრითი წილით!
ვფიქრობ, აქ პასუხი ძალზე ბერ კითხვაზეა გაცემული, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ ნაწილზე. ვერანაირი კონკურენტი ვერ იქნება ქვვეყანა რომელიც მეორე ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს, იმ მარტივი ლოგიკის გამოც, რომ რომელიმე ერთი ქვეყნის დეფოლტი, მთლიანად ჩამოშლის მეორე ქვეყნის ეკონომიკასაც!
ამიტომაც არის რომ გლობალურ მოთამაშეთა დაპირისპირებებიც, მათ შორის სამხედრო ე.წ მესამე ქვეყნებში გადადის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განსაკუთრებით. ასე იყო ვიეტნამში და ავღანეთში და ეს ასეა უკრაინაში!
ვითომ ჩინეთ-ამერიკულ დაპირისპირებაზე კი ჯობია იდიოტებისთვის გამიმართოს დისკუსია. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ გეგმავს მონტრეს 1936 წლის ხელშეკრულების გაუქმებას, რაც ნიშნავს ნატოს გემების შავ ზღვაში შემოსვლას ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ჩინეთს სულაც თავი რომც დავანებოთ, თურქეთის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
კერძოდ კი 14 მაისის არჩევნებს სადაც ვაშინგტონს დიდი ფსონი აქვს დადებული, ამ არჩევნების შედეგების ზეგავლენას საქართველოზეც უდიდესი მნიშვნელობა ექნება.
ბუნებრივია, თუ ერდოღანი ამ არჩევნებში დამარცხდა და გაიმარჯვა ოპოზიციურმა კოალიციამ უკვე ამ სცენარისას დიდი ალბათობით მონტრეს კონვენცია გადაიხედება. ბოსფორისა და დარდანელის ე. წ გასაღები კი გადადის აშშ-ს ხელში, და ნატო ც ფაქტობრივად აშშ-ს გეოპოლიტიკური ესპანსიის ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდება შავი ზღვის აუზში! მოვლენათა განვითარების ეს სცენარი მნიშვნელოვანწილად შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში და მთლიანად რეგიონში.
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის, რადგან თურქეთი არის რა ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, და შუა დერეფნის საკვანძო პლატფორმა.
ამიტომაც ამ პლატფორმის გადასინჯვა და არეულობების ინსპირაცია და მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება თურქეთში რაზეც არაერთი თურქი და უცხოელი ექსპერტი საუბრობს, პროცესების ესკალაციას აქაც გადმოიტანს, არაერთი შიდა თუ საგარეო აქტიორთა ინტერესთა თანხვედრის გამო!!
აქ ერთსაც დავამატებდი-“პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები” ჯერ კიდევ როდის თქვა უინსტონ ჩერჩილმა და ეს პარადიგმა დღეს საერთაშორისო სამართლის ფაქტობრივი ჩამოშლის პირობებში, კიდევ უფრო აქტუალურია!.
იმედია, ქართული სახელმწიფო ამ საუკუნის გამოწვევასაც გადალახავს – ძველი რომაული ანდაზაც ხომ ამას გვეუბნება – ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია!”,- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები