აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ძალიან ბევრ იარაღს აწვდის.
ამის შესახებ მან ამომრჩევლებს ნიუ-ჰემფშირში CNN-ის ღონისძიების დროს უთხრა.
ერთ-ერთი ამომრჩევლის კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, ტრამპმა თქვა, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, არ დაავალდებულებს საკუთარ ქვეყანას ამის გაკეთებას.
“ჩვენ ვარიგებთ იმდენ აღჭურვილობას, რომ ამჟამად საბრძოლო მასალა ჩვენთვის არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს საბრძოლო მასალა, რადგან ძალიან ბევრს ვაძლევთ”, – თქვა მან.
ომის შესახებ დამატებით კითხვაზე, ტრამპმა თქვა, რომ სურს, „ევროპამ მეტი ფული გამოყოს”.