ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად ამერიკაში ობამების საზეიმო მიღებაზე მიიწვიეს

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 23 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას და პირველი ლედის მიშელ ობამას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრება, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიასთან დაკავშირებით გაიმართება. როგორც “კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური მიღებაზე მეუღლესთან ერთადაა მიწვეული. საზეიმო საღამოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელძღვანელები და მათი მეუღლეები დაესწრებიან. უკვე ცნობილია, რომ 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები