“ნატო-ს თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსების საკითხი კვლავ აქტუალურია”

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო-ს თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსების საკითხი კვლავ აქტუალურია. ამის შესახებ აპატურაიმ “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“თუმცა, როგორც უკრაინის შემთხვევაში, ნატო-ს, როგორც ორგანიზაციას, ამის საშუალება არ აქვს. მაგრამ ის, რომ საქართველო საჭიროებს თავდაცვითი შესაძლებლობების განთავსებას, ეს საბოლოო კომუნიკეში ჩაიწერება, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამიტის დასრულების შემდეგ მიიღებს. შემდეგი ნაბიჯები უკვე ნატო-ს წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტი იქნება”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობების საქართველოში განთავსების შესახებ მაისში, ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – “ერთიანი და თავისუფალი ევროპა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები