თამთა მეგრელიშვილი: რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წლის აღლუმზე წითელ მოედანზე უკრაინელები უკრაინული დროშით დააბიჯებდნენ – ვის რაში ენაღვლებოდა ქართველების დაღვრილი სისხლი

„ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს 2009 წლის აღლუმიდან, სადაც, მისი თქმით, ეს არის დასტური იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის შემდეგ წითელ მოედანზე უკრაინელები უკრაინული დროშით დააბიჯებდნენ. მეგრელიშვილი რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს როლს აფასებს და აღნიშნავს, რომ “გაღებული ჰუმანიტარული დახმარების წილით საქართველო პირველ ადგილზეა, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება მაინც უკმაყოფილოა, გვსაყვედურობენ, თანაც დაუფარავად – რატომ არ გაიხსნა საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი! ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც დანახვა უნდა!”

„ეს კადრი 2009 წლის აღლუმიდანაა. ეს არის დასტური იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის შემდეგ წითელ მოედანზე უკრაინელები უკრაინული დროშით დააბიჯებდნენ. ვის რაში ენაღვლებოდა ქართული სახელმწიფო, ქართველების დაღვრილი სისხლი, 130 000 ლტოლვილი (მათ შორის, დაობლებული ბავშვები). რუსეთ-უკრაინის ომში გაღებული ჰუმანიტარული დახმარების წილით საქართველო პირველ ადგილზეა, ქართულმა სახელმწიფომ ყველა აქ შემომსვლელ უკრაინელს სათანადო პირობები შეუქმნა – უფასო მშობიარობა, უფასო მკურნალობა, თავშესაფარი… უკრაინის ხელისუფლება მაინც უკმაყოფილოა, გვსაყვედურობენ, თანაც დაუფარავად – რატომ არ გაიხსნა საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი! ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც დანახვა უნდა! სიკეთესაც გააჩნია საზღვრები და მაინც…”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები