აშშ-მა უკრაინისთვის 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა

პენტაგონმა უკრაინის სამხედრო დახმარების 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მისი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და საარტილერიო საბრძოლო მასალის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არის მიმართული.

ახალ პაკეტში შედის: საჰაერო თავდაცვის დამატებითი აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა;

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დასავლური საჰაერო თავდაცვის გამშვებების, რაკეტების და რადარების ინტეგრაციის აღჭურვილობა;

დრონების დასაპირისპირებლად საბრძოლო მასალა;

155 მმ საარტილერიო ჭურვები;

კომერციული სატელიტური გამოსახულება;

სამხედროს სწავლება და ტექნიკური მომსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები