ევროკომისიასთან ევროპის დღეს უკრაინის დროშაც აღიმართა
ევროპის დღეს ევროკომისიის შენობასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გვერდით უკრაინის სახელმწიფო დროშაც აღიმართა.
ევროკომისიის Twitter-ის გვერდზე აღნიშნულია, რომ „დღეს ჩვენ უკრაინის დროშას ევროპის გულში აღვმართავთ“.
„ევროპის დღის აღნიშვნისას, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ. ჩვენ ვიქნებით უკრაინელი ხალხის გვერდით, რამდენიც საჭირო იქნება“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
ევროკომისიამ დასძინა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იყო, როდესაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
“ჩვენ დღესაც იქ ვართ და ვიქნებით იქ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.