პაკისტანის ყოფილი პრემიერი დაკავებულია

პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრი და ოპოზიციური პარტიის “სამართლიანობისთვის მოძრაობის” (JZM) თავმჯდომარე, იმრან ხანი ისლამაბადის უმაღლეს სასამართლოში დააკავეს.

ამის შესახებ ტელეკომპანია Geo იტყობინება.

იმრან ხანი Al-Qadeer Trust-ის თანხების მითვისების საქმეზე სასამართლო სხდომის ფარგლებში დააკავეს.

პოლიტიკოსი სასამართლოს შენობაში, მის წინააღმდეგ აღძრული სხვა საქმეებზე გირაოს გადასახდელად მივიდა.

ტელეარხის ცნობით, სამართალდამცავებმა ექსპრემიერთან ერთად სასამართლოს ტერიტორია შავი პიკაპით დატოვეს.

იმრან ხანი თანამდებობიდან 2022 წლის 10 აპრილს გადააყენეს, პარლამენტის მიერ მისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ.

ქვეყნის სასამართლოებში მის წინააღმდეგ ათეულობით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის, ტერორიზმისა და არეულობების ორგანიზებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები